გადავწყვიტეთ ცოტა შევცვალოთ კონკურსის პირობები და გამოვაცხადოთ აი ეს საინტერესო ფოტოკონკურსი
"ჩემი ცხოველის ფოტო".
კონკურსის შედეგები შეჯამებული იქნება მაისის ბოლოს. გამოვლინდება 3 გამარჯვებული, სამივე სათანადო პრიზს მიიღებს ჩვენი ფორუმისაგან.
საკონკურსოდ მიიღება თქვენს მიერ გადაღებული ნამუშევრები რომელზეც გამოსახული იქნება თქვენი ოთხფეხა მეგობარი ( ძაღლი, კატა.....). საკონკურსო ფოტოსურათს თან უნდა დაერთოს მოკლე ანოტაცია - სად არის გადაღებული, ვინ არის ფოტოზე და რა ფოტო კამერით არის გადაღებული (ეს უკანასკნელი სასურველია). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფორუმელს.
უხარისხო ფოტოსურათები ავტომატურად წაიშლება და საკონკურსოდ არ მიიღება. გამორჩეული ფოტოსურათები განთავსდება ამ თემის პირველ პოსტში და მას მაისის ბოლოს პროფესიონალი ფოტო ხელოვანი შეაფასებს.
გთხოვთ საკონკურსო ფოტოები ატვირთოთ
http://tinypic.com/ --ზე. საკონკურსოდ შერჩეული ფოტოები შემდეგ გადმოინაცვლებს ჩვენს სერვერზე.
პრიზები - კომპანია PRO PAC საკვები თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. თავის თავად პირველი ადგილი მიიღებს ყველაზე მეტს.
1 ფორუმელს შეუძლია დადოს მხოლოდ 5 ფოტოსურათი. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს!!!
1. ადგილი - babaika

2. ადგილი - fani

მე-3 ადგილზე არჩეულ იქნა ორი იუზერის ნამუშევარი
3. ადგილი - sofi

3. ადგილი - lola